რეგიონი
მდინარე ხობისწყალის კუნძულზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენს ელოდებიან
ჩხოროწყუს გამგებლის დავით გოგუას ინფორმაციით, სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყლში არსებულ კუნძულზე ორი ადამიანი იმყოფება. მისი თქმით, მდინარე ადიდებულია და მათი ნაპირზე გადმოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გამგებლის თქმით, გამოძახებულია ვერტმფრენს, რომელსაც წუთი წუთზე ელოდებიან.

„მთაში ინტენსიური წვიმების გამო მდინარე იმატებს და არის საშიშროება, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მათ დილით შეშის მოპოვების მიზნით გადალახეს ხობისწყალი“, - განაცხადა გოგუამ.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც არიან მობილიზებულები, თუმცა საკუთარი ძალებით კუნძულზე დარჩენილი ადამიანების გადმოყვანას ვერ ახერხებენ.


Print