რეგიონი
ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს (ვიდეო)

ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ორი ადამიანის გადარჩენა ბათუმიდან ჩამოყვანილმა მაშველებმა ვერტმფრენის

საშუალებით მოახერხეს. ისინი უკვე საკუთარ სახლში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ფოტო: სალომე პაპავა

ადგილობრივებისა და სამაშველო სამსახურის მიერ გადარჩენილების ახლობლების ინფორმაციით, შს სამინისტროს სამაშველო ვერტმფრენი გამოძახებიდან რამდენიმე წუთში, ოპერატიულად მოვიდა.

ცნობითვის, რაულ პაპავა და მამუკა გელანტია შეშის მოპოვების მიზნით მდინარე დილით გადალახეს, თუმცა მთაში ინტენსიური წვიმების გამო ნაპირზე ვერ გადმოვიდნენ და ხობისწყალში არსებულ კუნძულზე ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.


ამავე თემაზე:

მდინარე ხობისწყალის კუნძულზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენს ელოდებიან

 

Print