რეგიონი
ყაჩაღობა სოფელ ხიბულაში (ვიდეო)
ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში კვირკვაიების ოჯახს თავს ორი ნიღბიანი დაესხა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით, 4 საათზე, ორი ნიღბიანი სახლში იმ დროს შევიდა, როცა ოჯახის წევრებს ეძინათ. ოჯახის წევრების თქმით, ყაჩაღებმა დედა-შვილს დუმია ბარამიას და გიმზერ კვირკვაიას სცემეს. გიმზერ კვირკვაიას თავზე დაზიანებები აღენიშნება. თავდამსხმელებმა ოჯახიდან 80 ლარის წაღება მოახერხეს.



დაზარალებული კვირკვაია სასწრაფო სამედიცნიო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ის გაწერეს. დაზარალებული ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი. ადგილზე გამომძიებელი და სამართალდამცავები იმყოფებიან. 

შს სამინისტრო ინფორმაციას კვირკვაიების ოჯახის წევრების წამების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების ცნობით, თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ წუთებში კი მათ დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

Print