რეგიონი
ლელა ქებურია: ზუგდიდის მერის პოსტზე ჩემ გარდა სხვა კანდიდატურა არ განიხილებოდა
საქართველოს პარლამენტის წევრი ლელა ქებურია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე დაასახელა. ლელა ქებურიას თქმით, მას ზუგდიდში ივლისის ბოლომდე წარადგენენ.

"ჩემ გარდა სხვა კანდიდატურა არ განიხილებოდა. ჩემი და ,,ევროპული საქართველოს’’ მიდგომა, იმის შესახებ, რომ ჩინოვნიკის ფუფუნებაზე არ უნდა იხარჯებოდეს ფული, ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ამომრჩეველს გაზრდილ პენსიებს და სოციალურ დახმრებას ვპირდებით. იმის მიხედვით, თუ რის საშუალებასაც მოგვცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ქებურიამ.

ლელა ქებურია დეპუტატი 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ გახდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაყოფის შემდეგ ის ,,ევროპული საქართველოს" წევრი გახდა.

Print