რეგიონი
ასოციაცია „ათინათში“ საზაფხულო სკოლა დაიწყო (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათში“ ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დაიწყო. 14 დღის განმავლობაში 26 მოსწავლისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. საზაფხულო სკოლაში 9-დან 12- წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ მონაწილეობას.



„ბავშვებმა შეავსეს სპეციალური აპლიკაციები ზოგადი კითხვებითა და ინგლისური ენის ცოდნის შესახებ. გარდა ინგლისური ნაწილისა, საზაფხულო სკოლა გულისხმობს პროგრამა „ფლატუნს“ - ბავშვის სოციალურ და ფინანსურ განათლებას, რომლის მიხედვითაც ბავშვები სწავლობენ რესურსებისა და თანხის სწორ გამოყენებას“, - აღნიშნა საზაფხულო სკოლის ტრენერმა სალომე გარდავამ.



საზაფხულო სკოლა დღეს დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები სკოლაში დილის 10-დან 14 საათამდე ივლიან. ასოციაცია „ათინათი“ საზაფხულო სკოლას მეხუთე წელია ატარებს.



Print