ახალი ამბები
ფოთში დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები ზარალის სასწრაფოდ დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვენ (ფოტო)
ფოთში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მაღაზიების მფლობელების ნაწილი ბაზრის ადმინისტრაციას დახურულ კარს მიღმა ხვდება. მანამდე დაზარალებულებმა აქცია გამართეს.

ისინი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სასწრაფოდ დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვენ.



აქციის მონაწილეებს შეხვდა ფოთის მერი ირაკლი კაკულია. მისი თქმით, საბანკო სექტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მათი ნაწილი თანახმაა, რომ დაზარალებულ მოვაჭრეებს სესხები გადაუვადდეთ.

ადგილზე იმყოფებიან ბაზრის მფლობელი და დირექტორიც, მათი თქმით, ვიდეო კამერის ჩანაწერები პოლიციას აქვს წაღებული და სიტუაციაში გასარკვევად დროს ითხოვენ.



აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ცნობისთვის, ფოთის ბაზარში, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 500 კვ. მ-ზე მდებარე სავაჭრო ობიექტები გაანადგურა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს. მოვაჭრეებს საკუთარი სავაჭრო საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.


ამავე თემაზე:



ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია 

გუბერნატორი ფოთის სავაჭრო ცენტრის ხანძარზე: ვითარება ძალიან მძიმეა

Print