რეგიონი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი ზუგდიდში გაიხსნა. ცენტრის კოორდინატორის, ეკა მინჯორაიას თქმით, აქ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საარჩევნო პროცესისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დისკუსიის შესაძლებლობა ექნება.

„ცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. ცენტრი ღია იქნება დიალოგისთვის, ბრიფინგებისა და დებატებისთვის და კარგი შესაძლებლობა იქნება ამომრჩევლისთვის, მიიღოს ინფრომირებული არჩევანი“, - თქვა მინჯორაიამ.


გარდა ამისა,  შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ თოდუამ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მან ყურადღება ხარვეზებზე გაამახვილა და რეკომენდაციები წარმოადგინა.

„ცვლილებები ეხება საარჩევნო ადმინისტაციის დაკომპლექტებას, ცესკო თავმჯდომარის არჩევის წესს, პრობლემატურია, რომ გადასატანი ყუთზე პასუხიმგებელი შეიძლება იყოს ერთი და იმავე პარტიის წარმომადგენელი, ასევე, შესაძლოა, რომ არათანაბარ გარემოში მოუწიოთ ყოფნა საარჩევნო სუბიექტებს და გარკვეულმა ცვლილებებმა მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედოს. ჩევნი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში კოდექსი ყველა სუბიექტს თანაბარ გარემოში ჩააყენებს, რაც, თავის მხრივ, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველჰყოფს“, - აღნიშნა თოდუამ.

შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საერთშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწნენ.

საარჩევნო მედიაცენტრი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2012 წლიდან, ყოველი არჩევნების დროს ფუნქციონრებდა.
Print