რეგიონი
სოფელ ჭკადუაშში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში, მოქალაქე ბ.მ-ს, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდა ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი საამქრო, რომელიც არ იყო მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული. 

სახერხი დანადგარი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი.

Print