რეგიონი
ფოთში მეთევზეები აქციას მართავენ
ფოთში მალთაყვაში, კოლხეთის ეროვნული პარკის შესასვლელთან მეთევზეები აქციას მართავენ. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით, პალიასტომის სამასამდე მეთევზის ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.



აქციის მონაწილეებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა. მისი თქმით, ქალაქის მერიის კომპეტენციაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ შედის, თუმცა მეთევზეებს დახმარებას დაჰპირდა.

კაკულიას ინფორმაციით, დღეს მათ გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები შეხვდებიან.



ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ეროვნულ პარკში იმყოფებიან. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი გზის გადაკეტვითა და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

Print