რეგიონი
ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა დღეს გაიხსნება (ვიდეო)
ანაკლიაში  პირველი ბიზნეს ფესტივალი "ანაკლიობა" დღეს გაიხსნება. გახსნის ცერემონია ანაკლიის ცენტრალურ ბულვარში 17:00 საათზე დაიწყება. გახსნას დიპლომატიური მისიების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს. ფესტივალის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს 50-მდე კომპანია საკუთარ პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.



ორგანიზატორების ინფორმაციით ანაკლიის ფესტივალი მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების და შემოსავლების გაზრდას. ბიზნესფესტივალი 12 ივლისს გაიხსნება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.




Print