რეგიონი
დღეს სვეტიცხოვლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაული ლიტურგია მიმდინარეობს.

დღესვე მორიგი, 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამებაში და კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება. ცერმონიის დასრულების შემდეგ, ტაძარში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი. ილია II ნათლულებს დალოცავს და იქადაგებს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

Print