რეგიონი
პალიასტომის ტბაში ქალის ცხედარი იპოვეს
ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, ცხედრის ნახვის შესახებ მათ სამაშველო სამსახურსა და პოლიციას შეატყობინეს.

გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
Print