ახალი ამბები
ჩხოროწყუში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
ჩხოროწყუში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევჭერის ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ორი მოქალაქე ანკესზე დაგებული დასახვევი მოწყობილობებითა და ე.წ. ეკრანბადეების გამოყენებით იჭერდა თევზს. თანამშრომლებმა ე.წ. ეკრანბადეები ამოღეს.



გარდა ამისა, მდინარეების ოჩხომურისა და ხობისწყლის შესართავთან, ამ ეტაპისთვის დაუდგენელი მოქალაქეები თევზის მოპოვებას სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებით ცდილობდნენ.

უწყების ინფორმაციით, მათ მიმალვა მოახერხეს. ამოღებულია ასაფეთქებელი საშუალებები. შედგა შესაბამისი აქტები.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური

Print