რეგიონი
დაანონსებული არტისტი DUBFIRE gem fest-ზე არ დაუკრავს

დღეს ირანული წარმოშობის ამერიკელი DJ Dubfire Gem fest 2017-ის სცენაზე არ დაუკრავს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო ,,ათინათს’’ Gem fest-ის

დამფუძნებლმა გიორგი სიგუამ დაუდასტურა. მოუსმენენ თუ არა მას სტუმრები ფესტივალის განმავლობაში ჯერ უცნობია.

თუმცა, არტისტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მას საქართველოში ტური დაანონსებული არ აქვს. ის დღეს ხორვატიაში, ფესტივალ UltraEurope-ზე უკრავს.

 



ცნობისთვის, DUBFIRE-ის ფესტივალში მონაწილეობის შესახებ GEM-Fest-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დეკემბერში იყო დაანონსებული. 



დღეს კი DJ ოფიციალურ ვებ გვერდზე line-up-ში აღარ ფიგურირებს.

 

Print