რეგიონი
Gem fest-ზე შესასვლელად მოქალაქეები რიგში საათობით დგანან (ვიდეო)
Gem fest-ის პირველ დღეს ფესტივალის სტუმრებს რიგში დგომა საათობით უწევს. ამის შესახებ მათ უკმაყოფილება გამოთქვეს. რეგისტრაციის რიგში მდგომებს შორის საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები არიან.

,,საშინელი სიტუაციაა, რიგი საათობით არ იძვრი", - აცხდებენ ისინი.

ჯემ-ფესტის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, არსებული სიტუაცია ტურისტების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.

"შეფერხებები გვაქვს, თუმცა გამოსწორდება ყველაფერი'', - აღნიშნა სიგუამ.

ცნობისთვის, რეგისტრაცია 18 საათზე დაიწყო. ფესტივალი დიზაინერ უტა ბექაიას პერფორმანსით გაიხსნა.

ამავე თემაზე:

GEM FEST 2017-ის პირველი დღე
Print