რეგიონი
GEM FEST 2017-ის პირველი დღე (ვიდეო)
GEM FEST 2017 კუნძულის სცენით გაიხსნა. ყინულის კუნძულზე პერფორმანსი დიზაინერ უტა ბექაიას ორგანიზებით მოეწყო. უტა ბექაიას ამბობს, რომ მას მეგრულ წარმართულ რიტუალზე სხვადასხვა პერფომანსი აქვს გაკეთებული.

,,ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ადგილი, სამეგრელო, რადგან ჩემი ფესვები აქედან მოდის. ბევრჯერ მაქვს გაკეთებული სხვადასხვა ნამუშევარი ამ თემაზე, მეგრულ წარმართულ მითოლოგიაზე და რიტუალებზე. ეს არის ერთგვარი ინტერპრეტაცია ამ თემის და მინდოდა ტყეში ყოფილიყო'', - თქვა ბექაიამ.




GEM FEST-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, 15 ივლისს მსმენელს ყველაზე გრანდიოზული შოუ ელის.

,,პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კუნძულს ვითვისებთ, როგორც GEM FEST-ის ნაწილს და დღეიდან აქ იქნება უწყვეტი მხიარულება.
ხვალიდან ყველაზე საოცარი შოუები ელის ყველა ჩვენ სტუმარს,''- განაცხადა სიგუამ.



პერფორმანსს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც დაესწრო.



ცნობისთვის, ფესტივალზე რეგიატრაცია დღეს 18 საათიდან დაიწყო.
Print