რეგიონი
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ დელფინებს
გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

მათი ინფორმაციით, 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153

Print