რეგიონი
რუს ტურისტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს ჩაბარდა
რუს ტურისტებზე თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურს ჩაბარდა. ინფორმაციას დე ფაქტო შს სამინისტრო ავრცელებს.

"დანაშაულის ჩადენაში მეორე ეჭვმიტანილი იძულებული გახდა ჩაბარებულიყო აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. 12 ივლისს დაკავებულ იქნა გუდაუთის რაიონის მცხოვრები, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში", - აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროში.

11 ივლისს გუდაუთის რაიონში ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა რუს ტურისტებს, კაბანოვების ოჯახს. თავდასხმის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.
Print