პოლიტიკა
ენმ-მ ქალაქის საკრებულოში მუშაობის სამწლიანი პერიოდის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს. ანგარიშის მიხედვით, ენმ-ს მოსახლეობასთან 580 შეხვედრა ჰქონდა, როგორც კარდაკარის, ასევე ღია კარის დღის ფარგლებში. გარდა ამისა, მათ 170 შუამდგომლობა წამოაყენეს მერიაში, საკრებულოში, დევნილთა სამმართველოსა თუ სოციალურ სამსახურში.

„ფრაქცია საკრებულოში აქტიურობით გამოირჩეოდა და ცდილობდა, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, დროული რეაგირება მოეხდინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კონტროლი განეხორციელებინა“, - აღნიშნა წითლიძემ.



მისივე განმარტებით, რიგ შემთხვევებში ოპოზიციური ფრაქციის შუამდგობლობებზე მერიის შესაბამისი სამსახურებს რეაგირება ჰქონდათ, თუმცა ამავე დროს, კონკრეტული პრობლემები მოუგვარებელი რჩებოდა.

შეხვედრას, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და NDI-ის მხარდაჭერით განხორციელდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ენმ-ის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

Print