რეგიონი
მდინარე ენგურში მოზარდი დაიხრჩო
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურში მოზარდი დაიხრჩო. შს სამინისტროში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ შემთხვევა დღეს მოხდა. მათივე ცნობით, მაშველებმა ცხედარი უკვე იპოვეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print