ახალი ამბები
დღეიდან გაზის მომატებული ტარიფი ამოქმედდა
ბუნებრივი აირის მომატებული სამომხმარებლო ტარიფი დღეიდან ამოქმედდა. ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაზზე თითქმის 9 თეთრით გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტები 48 თეთრის ნაცვლად კუბურ მეტრზე 56, 94 თეთრს გადაიხდიან.

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, სემეკში 18 ივლისს მიიღეს. ზოგადად, სოკარ ჯორჯია გაზის მომხმარებლებისთვის რეგიონების მასშტაბით ერთიანი ტარიფი დადგინდა.ტარიფის მოქმედების ვადა 2018 წლის ბოლომდე განისაზღვრა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გაზი თითქმის 9 თეთრით გაძვირდა
Print