რეგიონი
მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
თბილისში, 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, სააპელაციოში გაასაჩივრებს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ოლღა გეჯაძემ დაუდასტურა.

„კანონით განსაზღვრულ ვადაში გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, აღიარებს თუ არა რობერტ ახალაია ბრალს, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა გეჯაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მოკლულის ბიძაშვილი სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.


ამავე თემაზე:

შსს: თბილისში მოკლული გოგონას ბიძაშვილმა დანაშაული აღიარა

თბილისში ქალის მკვლელობის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავეს
Print