რეგიონი
ქალთა სოლიდარობის მარში ზუგდიდში (ვიდეო)
საქართველოს მასშტაბით გამართულ ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდში შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტები გააპროტესტეს.

„დღეს ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა ქალს, ნუ გაჩუმდებიან და ხმა აიმაღლონ ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. ვიყოთ ერთად, როდესაც თავს ესხმიან ერთ-ერთ ჩვენგანს. სწორედ დღეს არის ის დღე, როდესაც ქალებს შეგვიძლია ვანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები და შეგვიძლია ერთმანეთის დაცვა“, -თქვა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა  ციცინო შენგელიამ.



სოლიდარობის აქციას მოქალაქეებთან ერთად "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ლელა ქებურიაც შეუერთდა.

„საზოგადოება არ უნდა იყოს ჩუმად ნებისმიერი სახის ძალადობის გამოვლინების შემთხვევში. ქართველობა არ არის ქალებზე ძალადობა, ქართველობა არ არის სუსტის ჩაგვრა“, -აღნიშნა ქებურიამ.

ამასთან, მარშის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს და აღნიშნეს, რომ სექსუალური შევიწროებაც ძალადობაა და შესაბამის უწყებებს მსგავს ფაქტებზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდეს.



Print