რეგიონი
„ვაჟიას“ არხის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ქალაქ ზუგდიდში მთავარი წყალგამყვანი არხის ე.წ. "ვაჟიას" ცალკეული მონაკვეთების მოწყობა იგეგმება. მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და ხიდ ბოგირები. აღნიშნული სამუშაოებისთვის 205 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხის ნაწილი (55%) ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ე.წ. "ვაჟიას" მოწყობა შემდეგ ქუჩებზეა დაგეგმილი: ანთელავა, ბუქარესტი, ვაჟა-ფშაველა, კავკასიონი, ნინოშვილი, ფირცხალავა, ყურწუა, გოროზია და ნიკოლაძე. მოსაწყობი არხის სიგრძე სულ 6. 4 კმ-ს შეადგენს.
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ბადრის მესხის ცნობით, ე.წ. "ვაჟიას" კალაპოტის ნაწილს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.

"წელს ამ რამდენიმე ქუჩაზე, სადაც არის კრიტიკული წერტილები, ჩატარდება სამუშაოები. ეს არის მეორე ეტაპი და სავარაუდოდ, ამით აღნიშნული წყალგამყვანი არხის კალაპოტის რეაბილიტაცია, რომელიც 200 ოჯახს ეხება, დასრულდება", - უთხრა რადიო "ათინათს" მესხმა.

ტენდერი 18 ივლისს გამოაცხადა და წინადადებების მიღება ხვალ დასრულდება. ამ ეტაპზე მასში ერთმა პრედენდენტმა - ინდ. მეწარმე ელდარ ფიფიამ მიიღო მონაწილეობა.

Print