რეგიონი
დადიანების მუზეუმის შესასვლელთან კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება დაიდგმება (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მხედარ ქალს, რომელსაც მკერდთან ბავშვი ჰყავს მიხუტებული ცხენზე, უნაგირზე (ქალის) გვერდულად ზის.



გარდა ამისა, იონა მეუნარიგიას სკვერის მიმდებარედ "ვეფხისტყაოსნის" თემატიკის მიხედვით პანოს მოწყობა იგეგმება. მერიის ტურიზმის და ძეგლთა დაცვის განყოფილება ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ქალ-ღვათაების ქანდაკების მოწყობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი, ხოლო პანოს 20 ათასი ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ საკითხზე დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში, მერიის ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა. მას ადილობრივი ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებმა პროექტი მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ის კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესოა. მერიაში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული ქანდაკება კოლხეთის სამეფოს დიდების სიმბოლო იქნება.

ცნობისთვის, გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნის ბრინჯაოს ქალ-ღვთაების ქანდაკებები არქეოლოგებმა ცაიშის სამარხებში აღმოაჩინეს.
Print