ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონ 179 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას განმარტებით, 2 მილიონ 100 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება, 140 ათასი ლარი -სკოლამდელ დაწესებულების, ხოლო 30 ათასი - სამუსიკო სკოლის სუბსიდირებას. 170 ათასი ლარი კი ააიპ „ზუგდიდასუფთავებისთვის“ არის გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 25 144 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შეტანის შემდეგ კი ის 27 344 000 ლარით განისაზღვრა.


Print