რეგიონი
ფოთში ,,ფაზისობა 2017“ იმართება
ფოთში „ფაზისობა 2017“ დღეს ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეტრში გაიხსნა, სადაც ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მალთაყვის უბანში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და ქალაქის ქუჩებში საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით ,,ქალაქის საგანძური“ მიმდინარეობს.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის კულტურული, შემეცნებითი და ისტორიული და სპორტული ღონისძიება ტარდება. გართობისა და დასვენების პარკში ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა.

,,ფაზისობა 2017“ გალა კონცერტით დასრულდება.


Print