რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ტარდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება კვირეულის ფარგლებში უფასო სკრინინგს რამდენიმე ადგილას ჩაატარებს.

კვლევები შემდეგ ადგილებშია დაგეგმილი: 24 ივლისი - ზუგდიდის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 ივლისი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერი. 26 ივლისი - ანაკლია-განმუხურში სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია, 27 ივლისი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარი, 28 ივლისი - ქ. ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია.

გარდა ამისა, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავ კვირეულში ინფორმირებულობის ამაღლებისთვის მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტებსა და მასალებს გაავრცელებენ.

ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან სულ 28 348 ბენეფიციარია გამოკვლეული. რეგიონის მასშტაბით კვირეულში რაიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ჩაერთვებიან.

Print