რეგიონი
სოხუმში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრი ჩავიდა
ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრი ლევ კუზნეცოვი სამუშაო ვიზიტით სოხუმში ჩავიდა. ის დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და პრემიერ-მინისტრს ბესლან ბარციცს შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით, ლევ კუზნეცოვმა და ბელსან ბარციცმა გაგრასა და ლიხნში მდებარე სკოლები მოინახულეს, რომელთა სარემონტო სამუშაოები რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

„ამოცანა ამბიციურია – ნახევარ წელიწადში ერთობლივად უნდა ავითვისოთ ორ მილიარდ რუბლზე მეტი. ეს სოციალური მიმართულების ობიექტებია: გზები, კომუნიკაციები, საინჟინრო ნაგებობები, სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტი“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის მინისტრმა.

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „რუსეთის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ეს გეგმები შესრულდება“.

Print