რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტო დასავლეთ საქართველოში ბზის შეწამვლას აგრძელებს
ეროვნული სატყეო სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ბზის დაზიანებული კორომების შეწამვლას აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, წამლობა, კოლხური ბზის გადარჩენის გეგმის ფარგლებში, ბიოლოგიური პრეპარატით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, გარდა ბიოლოგიური პრეპარატით შეწამვლისა, მცენარის მავნებლებს ფერომონიანი ხაფანგებით ებრძვიან.

დასავლეთ საქართველოში ბზის ალურა და სოკოვანი დაავადებები რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. სპეციალისტების ინფორმაციით, კოლხური ბზის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.

Print