რეგიონი
“ვივუსის” დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პოლიციის თანამშრომლებმა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ დაყაჩაღების ბრალდებით რუხში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი წუხელ დააკავეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას წაღებული თანხის მცირე ნაწილი ამოიღეს.

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ ობიექტი 23 ივლისს დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, ობიექტში, რომელიც მაღაზია „არაიში“ მდებარეობს, შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა აღძრული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ვივუსი" დააყაჩაღეს
Print