ახალი ამბები
გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს (ვიდეო)
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში გადასვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, მამა-შვილ როგავებისა და დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.

„ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მხრიდან ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია. მკვლელობაში მსჯავრდებული არის დაუსჯელი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რაშინ კანჯი-ოღლის დაკავებას. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, არჩიკო და პაატა როგავებსა და გიორგი ლუკავას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მონაწილეებს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეების ცნობით, ისაუბრებენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულს საკითხებზე.

ამავე თემაზე:

რუსმა სამხედროებმა მამა-შვილი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა (ვიდეო)

სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარს აცხადებს (ვიდეო)

გალის მორიგ შეხვედრაზე როგავებისა და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის საკითხები განიხილეს



Print