რეგიონი
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ადგილობრივი მთავრობის მუშაობას საშუალოდ აფასებს
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალი კვლევის თანახმად, დიდ ქალაქებში გამოკითხულთა 52% ადილობრივი მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, კარგად -10 %, ცუდად - 34%, ხოლო 4% -ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება მერიის, საკრებულოსა და რაიონის გამგეობის მუშაობას, გამოკითხულთა 10% კმაყოფილია, 22% - უკმაყოფილო, 20% -ს კი პასუხი არ აქვს, ხოლო 48 % არც კამაყოფილია და არც უკმაყოფილი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

Print