რეგიონი
აფხაზეთის მთებში დაკარგულ რუს ტურისტს ეძებენ
მთებში უგზო - უკვლოდ დაკარგულ რუს ტურისტს ანდრეი ლიხაჩოვს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ "საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა" ლევ კვიცინიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ანდრეი ლიხაჩოვი აფხაზეთში 9 ივლისს მოსკოვის ოლქის ქ. რამენსკოედან ჩავიდა.

„ჩვენ დაგვირეკეს იქიდან და გვაცნობეს, რომ ლიხაჩოვი დაიკარგა. წინასწარი მონაცემებით, ის სამთო მარშუტის დალაშქვრას გეგმავდა, ეს იყო ფსოუ, წებელდა და სოხუმ ჰესი. ყველა ამ დასახლებულ პუნქტში ჩვენი სამაშველო ჯგუფები მუშაობენ“, - განაცხადა კვიცინიამ.

მისივე ცნობით, ტურისტი უკან 22 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო. „ჩვენ გავაგრძელებთ დაკარგული ტურისტის ძებნას“, - განაცხადა მინისტრმა.

სამძებრო სამუშაოებში დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია ჩართული.



Print