რეგიონი
სუს: დაკავებული როგავების ე.წ სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, გიგა ოთხოზორიას მკველობასა და მამა-შვილი როგავების დაკავებას შეეხო. მისივე განმარტებით, ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით, ვითარება არ შეცვლილა და ცენტრალური ხელისუფლება კვალვ მოითხოვს მკველობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავებას. რაც შეეხება როგავების საქმეს, სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთში დაკავებულების სასმართლო პროცესი 28 ივლისს გაიმართება, სადაც, მისივე თქმით, მათი ბედი გადაწყდება.

"რაც შეეხება ოთხზორიას საქმეს აუცუილებელია მსჯავრდებულის დაკავება, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღებით ვიმუშავებრთ ამ საკითხთან მიმართებაში. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს შევახსენეთ, რომ ამ საქმის ლოგიკური გაგრძელებს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. ხოლო როგავების დაკავება იყო უკანონო და მათი გათავისუფლება უპირობოდ უნდა მოხდეს", -განაცხადა კახაბერ ქემოკილიძემ.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება მამა-შვილ როგავებს, ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 აპრილს დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება მათ "საზღვრის უკანონო გადაკვეთას" და ხელისუფლების წარამოდგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.




Print