რეგიონი
რეგიონებში ელექტროენერგიის შეზღუდვა "იმერეთი"-ს ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია
რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი"-ს ავარიული გათიშვა იყო. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სამეგრელოს, იმერეთს, გურიასა და აჭარას.საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ , რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და პრობლემის გამომწვევ მიზეზებს უკვე იკვლევენ.




Print