რეგიონი
გადამდები დაავადებების უფასო სკრინინგის აქცია (ვიდეო)
С ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკვშირებით ზუგდიდში მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს უტარებენ. მობილური ჯგუფი, რომელიც სპეციალური აღჭურვილობით ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, ანალიზებს გარდა С ჰეპატიტისა, B ჰეპატიტზე, სიფილსზე და აივ/ინფექცია შიდსზე იღებენ. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქსენონის“ ორგანიზებით იმართება.

„ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეულს. მოსახლობას ვთხოვ, რომ შემოგვიერთდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში“, - თქვა „ქსენონის“ სოციალურმა მუშაკმა ცირა თორდიამ.
მობილური ჯგუფი „საქრთველოს ფოსტის“ შენობასთან სამ საათამდე დარჩება.

აქციის დასრულების შემდეგ, ასოციაცია ზუგდიდის მერიაში შეხვედრას გამართავს, სადაც სამწლიანი მუშაობის შედეგებს წარადგენს.


Print