რეგიონი
ფესტივალი "სვანეთობა 2017" ხვალ გაიმართება
29 ივლისს, მესტიაში ფესტივალი "სვანეთობა 2017" რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს "ფუძეობა"-ს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში 15:00 საათზე სეტის სკვერში გაიმართება ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული სვანური კერძები.

გამოფენის პარალელურად 20:00 საათზე #CHECKINGEORGIA ფარგლებში ანსამბლ "ერისიონი" კონცერტს გამართავს.
Print