რეგიონი
შსს დამსვენებლებს თეთრი ალმების აღმართვამდე ზღვაში შესვლას უკრძალავს
შსს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს:

* არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება;

* დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს;

* ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს;


წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული.

სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.

28 ივლისის, დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შტორმია მოსალოდნელი. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო,ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
Print