ახალი ამბები
გათავისუფლებული სკოლის დირექტორი სასამართლოში ჩივილს აპირებს (ვიდეო)
ჩხოროწყუს ნომერ მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დასრულდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი წერილის გაგზავნას პრემიერ-მინისტრთანაც აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების ბრძანებას ხელს განათლების მინისტრი აწერს, უწყებაში აცხადებენ, რომ დირექტორი აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაუშვეს და რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლოს რესურსცენტრში დარეკვა ურჩიეს.




თავის მხრივ, ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ პრეტენზიების შემთხვევაში მათ სასამართლოს უნდა მიმართონ.

სკოლის ყოფილი დირექტორი დემნა ყალიჩავა მორალური ზიანისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

„წერილში სხვადასხვა ე.წ. დარღვევასთან ერთად მითითებულია, თითქოს, დირექტორი მასწავლებლებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პედაგოგებს ამასთან დაკავშირებით კითხვაც დაუსვეს, რაზედაც მათ უპასუხეს, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. მე ვითხოვ, რომ გასაჯაროვდეს იმ ადამიანების ვინაობა, ვინს ეს წერილი დაწერა და მორალური ზიანი მომაყენა. ამისთვის სასამართლოში ჩივილს ვაპირებ“, - აღნიშნა ყალიჩავამ.



აქციის მონაწილეების თქმით, ყალიჩაავს დირექტორობის პერიოდში დარღვევები არ ყოფილა და ამბობენ, რომ ის კარგი მენეჯერია.

დირექტორის გათვისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვა გახდა, რომელშიც სხვადასხვა პროცედურულ დარღვევასთან ერთად, სკოლის საპირფარეშოს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევაცაა მითითებული. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ მას სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ მოაწესრიგებს, რადგან კანალიზაციის პრობლემა მთელ ქალაქშია.

ამ ეტაპზე დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ნონა თოდუა ასრულებს.

ამავე თემაზე:

"დემნა ყალიჩავა - ბავშვების მეგობარი"- ჩხოროწყუში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Print