რეგიონი
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს დავით კოდუა უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაცია კოდუამ რადიო „ათინათს“ დაუდასტურა. მმართველი პარტიის შტაბს აქამდე ლაშა გვასალია ხელმძღვანელობდა.

დავით კოდუა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ 2016 წელს დეკემბერში დაინიშნა, მანამდე იგი გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო.

Print