რეგიონი
Gus Gus: შესანიშნავი საღამო იყო, მე ეს ქვეყანა მიყვარს (ვიდეო)
Gem fest-ის სცენაზე მუსიკალურმა  ჯგუფმა Gus Gus –მა დაუკრა. ისლანდიური წარმოშობის ჯგუფმა მსმენელს ორ საათიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა. ჯგუფის სოლისტმა Daníel Haraldsson-მა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ხანგრძლივი და საუკეთესო ფესტივალი, რომელზეც ოდესმე ყოფილა.

„მე შარშანაც ვუკრავდი Gem fest-ზე, მაშინაც და ახლაც შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა. შარშან მე გარკვეული დრო დავყავი თბილისში და მინდა გითხრათ ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა, გულკეთილი ხალხით, მე მიყვარს ეს ქვეყანა”, -აღნიშნა მან.

საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიასა და განმუხურში პირველად 2015 წელს ჩატარდა.


Print