რეგიონი
აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო-მოტო შეჯიბრი გაიმართება
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 5 და 6 აგვისტოს ავტო-მოტო შეჯიბრი გაიმართება. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

შეჯიბრში მონაწილეობას ავტო და მოტო მოყვარულები საქართველოს ყველა კუთხიდან მიიღებენ. შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან. ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ.

რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.

მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

ღონისძიების სპონსორები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ვისოლი და თეგეტა მოტორსი. საინფორმაციო პარტნიორები: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო „ათინათი“, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge

Print