რეგიონი
სოხუმი: საქართველოდან შემოტანილ ბახჩეულზე კონტროლი გამკაცრდება
დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის დაურ თარბას თქმით, ბახჩეული კულტურების ადგილობრივი მწარმოებლები, “კონკურენციას ვერ უწევენ საქართველოსა და რუსეთიდან შემოტანილ პროდუქციას და მის სრულად რეალიზებას ვერ ახერხებენ”.

„კერძო მეურნეობათა უმეტესობა ზაფხულობით ბახჩეული კულტურების მოყვანით არის დაკავებული. საერთო ჯამში, წლევანდელი მოსავალი 12 ათასამდე ტონას შეადგენს. ჩვენ უნდა დავიცვათ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლები, რომელთაც არანაკლებ ხარისხიანი პროდუქცია აქვთ, ვიდრე ის, რომელიც აფხაზეთში შემოდის“, - აღნიშნა დაურ თარბამ.

„აფხაზია - ინფორმის“ ცნობით, დაურ თარბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას თხოვნით მიმართა, გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე. თავის მხრივ, „პრემიერ - მინისტრმა ბელსან ბარციცმა თათბირი გამართა სასაზღვრო კომიტეტის წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოდან შემოტანილ ხილ-ბოსტნეულსა და ბახჩეულზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.“



Print