რეგიონი
ცაცხვში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში რამდენიმე წუთის წინ მატარებელი 75 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მატარებელი ამ დრომდე ცაცხვშია გაჩერებული. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. 

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით არის აღძრული, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


Print