ახალი ამბები
ხმაური მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის პრეზენტაციაზე (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე ხმაური ანი წითლიძის კითხვებს მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დაინტერესდა, თუ სად იყო ქვარაია, როდესაც გარემოვაჭრეებმა არაერთხელ ითხოვეს მასთან შეხვედრა.

,,სად იყავით, როცა საკრებულომ სასწრაფოდ მიიღო გარევაჭრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და სად ხართ, როცა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს ზუგდიდს?! თქვენ ვერ ამართლებთ იმ ადამიანების იმედებს, ვინც მოგცათ ხმა’’,- უთხრა წითლიძემ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს.



გარდა ამისა, საკრებულოს წევრმა ქვარაიას კითხვები ქვაფენილების დამგები 70 მუშის სახელფასო დავალიანების შესახებაც დაუსვა, რაზედაც მაჟორიტარმა უპასუხა, რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა და დეპუტატი პროკურატურის საქმიანობაში არ ჩაერევა.

რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, ქვარაია ამბობს, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო და თავადაც ჩართულია მათ მოგვარებაში.

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც გარე, ასევე, შიდა მოვაჭრეების ინტერესები და ხისტი პოლიტიკის გატარება აუცილებელი არ არის", - აღნიშნა ქვარაიამ.

ანი წითლიძე დევნილების საკითხითაც დაინტერესდა, რაზედაც ქვარაიმ უპასუხა, რომ ეტაპობრივად საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.



წითლიძის თქმით, მან დასმულ კითვებზე პასუხი ვერ მიიღო და ქვარაიას დემაგოგი უწოდა. სწორედ მისი ამ რეპლიკის გამო დაუპირისპირდნენ საკრებულოს დეპუტატს შეკრებილები. მათი ნაწილის თქმით, აღნიშნული კითხვები მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ არარელევანტური იყო. წითლიძემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

,,მერაბ ქვარაია ანგარიშს აბარებს არა ხალხს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებს’’, - უთხრა ჟურნალისტებს წითლიძემ.

პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიში გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. მან, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

ამავე თემაზე:

ტექნოპარკში მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.
24 / აპრილი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, წერს „აფსნიპრესი“.
24 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.