ახალი ამბები
ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine გახდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორ SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი ხდება. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ცერემონიამდე პრემიერმა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები, საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობა და საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს.



ანაკლიის პორტის მნიშვენელობაზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიც-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც ისაუბრა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას როგორც ქვვეყნის განვითარების, ისე საქართველოსა და აშშ ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა საშუალება გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად. SSA Marine-ის მსგავსი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მიერ ქართულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.





მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

„კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.


ამავე თემაზე:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine იქნება
Print