რეგიონი
რუსი სამხედროები აფხაზეთში სეისმოგამძლე სახლებში იცხოვრებენ
დე ფაქტო აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის ხუთი სეისმოგამძლე საცხოვრებელი სახლი ააშენეს. ბინადრების განსახლება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს - სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით,სახლები 9 - ბალიან მიწისძვრას უძლებენ, ადვილად იშლებიან და სამხედრო ნაწილის გადაადგილების შემთხვევაში, მათი გადატანაც შეიძლება. კონსტრუქციების ექსპლუტაციის ვადა - 50 წელია.

აფხაზეთში დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის „მაქსიმალურად კომფორტული პირობების შესაქმნელად, თითოეული ბინა აღჭურვილია სამზერულოს გარნიტურით, რბილი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით“, - წერს აფხაზური მედია.

Print