რეგიონი
გალის მოსახლეობას „აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების სანაცვლოდ აფხაზეთის „მოქალაქეობას“ პირდებიან
დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება „მოქალაქეობის“ მინიჭებას ჰპირდება იმ ქართველებს, რომლებიც „აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების სურვილს და მათთვის „ისტორიული“, აფხაზური გვარების აღდგენის თხოვნით „პრეზიდენტს“ მიმართავენ. ამის შესახებ გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, განაცხადა წერს Civil Georgia.

„აქ ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს აიძულებენ ამის გაკეთებას. ეს იყო თქვენი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რათა მიგემართათ „პრეზიდენტისთვის“ მოქალაქეობის მინიჭების და თქვენი ისტორიული გვარების აღდგენის თხოვნით“, - განაცხადა ნადარაიამ 26 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ ხელმძღვანელები და „ისტორიული გვარების“ აღდგენის მსურველი 30-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო.

ნადარაიას თქმით, მსურველებს ახლა შესაძლებლობა აქვთ მიიღონ პასპორტი, რომელშიც ეროვნებად მითითებული იქნება „აფხაზი“, ხოლო გვარი იმ ცვლილებების გარეშე ჩაიწერება, რომელბსაც მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ, როდესაც გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი „გააქართველეს“.

იმავე შეხვედრაზე „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ, დამსწრეებს რაულ ხაჯიმბას მიერ 19 ივლისს გამოცემული განკარგულება გააცნო, რომლის თანახმად, პირველ 31 განმცხადებელს „ისტორიული“ გვარის აღდგენის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა და, ამის საფუძველზე, აფხაზეთის „მოქალაქეობა“ მიენიჭა.

19 ივლისს ჩატარდა და ქალაქ გალის 85 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაემთხვა „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ პირველი კონფერენცია, რომელიც წინ უსწრებდა 26 ივლისის გალის აფხაზურ ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრას.

რეზოლუცია, რომელიც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭომ“ პირველ კონფერენციაზე მიიღო, მოუწოდებს „აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრებ“ პირებს, რომელთა გვარებიც „სტალინისა და ბერიას დროს“ ქართულ გვარებად გადაკეთდა, „თავიანთ ისტორიულ [აფხაზურ] ფესვებთან დასაბრუნებად ყველა ღონე იხმარონ“. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

ზუხბას თქმით, ორგანიზაცია „სამი თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხარდაჭერით“ იძიებდა „ისტორიულ ფესვებთან“ დაბრუნების პოტენციურ მსურველებს და ამ დროისათვის 4500 ასეთი პირი გამოავლინა. ზუხბა ასევე გამოვიდა წინადადებით, გალში შეიქმნას სკოლა-პანსიონი, სადაც „განსაკუთრებული ყურადღება და პრიორიტეტი აფხაზური ენისა და ლიტერატურის, ასევე - აფხაზეთის ისტორიის შესწავლის უფლება მიენიჭება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ, 21 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“.

გალელი ქართველებისთვის ეთნიკური იდენტობის შეცვლის მცდელობას ჯემალ გამახარიამ „ქართველთა დისკრიმინაციის ახალი ფორმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ იმ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორებმა, რომლის მიხედვითაც გალის რაიონის მოსახლეობა საბჭოთა დროს ძალით გააქართველეს, „ყველაზე კარგად უწყიან, რომ ისინი ურცხვად ცრუობენ“.

„აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების საფუძველზე, გალში მცხოვრები პირებისათვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც, თითქმის ორი კვირის წინ, გალში მცხოვრები სხვა ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის მოწმობების“ გაცემა დაიწყო. ბინადრობის ნებართვა გალში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აფხაზეთში ცხოვრების, საკუთრების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის და დანარჩენ საქართველოში გადაადგილების საშუალებას აძლევს, თუმცა სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებსა და ქონების ყიდვის უფლებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.