ახალი ამბები
სუს:დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილება როგავებთან დაკავშირებით უკანონოა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამა-შვილ როგავებისთვის დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას ეხმარურება. სუს-ში აღნიშნულ ფაქტს უკანონოს უწოდებენ.

„მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები უკანონოდ არიან დაკავებულები, ასევე, ცალსახად უკანონოა დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლოს გადაყწვეტილებაც მათთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ. სუს მოლაპარაკების ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით მოითხოვს და შეეხდება მათ გათავისუფლებას“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურში.

სუს-ის ინფორმაციით, არჩიკო როგავას ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი ე.წ. მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრის დათა როგავას ინფორმაციით, არჩიკო როგავას საზღვრის უკანონო გადაკვეთა, პაატა როგავას კი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ედება ბრალად.

ამავე თემაზე:

დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ მამა-შვილ როგავებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
Print